წესები და პირობები
ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე „ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები“ (შემდგომში - „დებულება“) წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ შეთანხმებას / ხელშეკრულებას თითოეულ მომხმარებელსა და შპს „ემერალდ 1“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416377281) (შემდგომში - შპს „ემერალდ 1“ ან „კომპანია) შორის, რომელიც არეგულირებს შპს „ემერალდ 1“-ის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდით (შემდგომში - „ვებ-გვერდი“) სარგებლობის წესებსა და პირობებს.
შპს „ემერალდ 1“-ის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან (არსებობის შემთხვევაში) და შპს „ემერალდ 1“-ის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეული მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს წინამდებარე დებულების ყველა პირობას.
თითოეული მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად ეთანხმება კომპანიის მიერ შემუშავებულ და ვებ-გვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას; ამასთან, თითოეული მომხმარებელი ვებ-გვერდით სარგებლობის შემთხვევაში გამოხატავს თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელი იქნება მომსახურების გასაწევად (ვებ-გვერდით სარგებლობის მიზნებისათვის).
თითოეული მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს ვებ-გვერდით გარანტიას იძლევა, რომ მისი ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ამასთან, ფლობს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებს, ნებართვებსა თუ თანხმობებს საიმისოდ, რომ ისარგებლოს აღნიშნული ვებ-გვერდით.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შპს „ემერალდ 1“-ის მიერ შემუშავებული სამართლებრივი შინაარსის მქონე დოკუმენტების შინაარსს, უფლებამოსილია უარი თქვას ვებ-გვერდით სარგებლობაზე / არ ისარგებლოს ვებ-გვერდით.
პრეტენზიის ან ვებ-გვერდით სარგებლობის მიზნით ნებისმიერი სახის შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მომხმარებელი უფლებამოსილია ვებ-გვერდის საშუალებით დაუკავშირდეს შპს „ემერალდ 1“-ის მხარდაჭერის გუნდს ელექტრონულ მისამართზე: info@emeraldgroup.ge.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციითა და ავტორიზაციით მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს მომსახურება, კერძოდ: მიიღოს სრული ინფორმაცია თრექინგის თაობაზე, რაც ნიშნავს ტვირთის (ამანათის) მიმდინარე სტატუსისთვის თვალყურის დევნებას, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ტვირთის (ამანათის) გადაზიდვის მდგომარეობა.
1. გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა
წინამდებარე დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
- „ჩვენ“ ან „კომპანია“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ემერალდ 1“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416377281; რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, ქალაქი რუსთავი, მიკრო/რაიონი XX , N 14);
- ვებ-გვერდი - შპს „ემერალდ 1“-ის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ-მისამართია - (www.emeraldgroup.ge) და მისი ყველა ქვეგვერდი;
- მომხმარებელი - ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს ისარგებლოს ვებ-გვერდით შემოთავაზებული მომსახურებით;
- მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან / და იურიდიული პირი გარდა მომხმარებლისა;
- თანხმობა - მომხმარებლის მიერ წინამდებარე დებულების გაცნობისა და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული თავისუფალი ნება;
- რეგისტრაცია - პირის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც გულისხმობს პირის მიერ მომხმარებლის ვირტუალური სახელის ან ელექტრონული ფოსტის და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ვებ-გვერდზე სრულად წვდომის საშუალებას და ისარგებლოს ვებ-გვერდზე არსებული მომსახურებით;
- ავტორიზაცია - ვებ-გვერდის არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ვებ-გვერდით სრულად სარგებლობის მიზნით შექმნას საკუთარი პროფილი / ანგარიში (მომხმარებლის გვერდი) ვებ-გვერდზე, აგრეთვე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ინფორმაცია;
- ანგარიში / ექაუნთი - რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი ქვეგვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს კონკრეტული მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას;
- ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ - ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს კომპანია ვებ-გვერდის მომხმარებლების შესახებ;
- ტვირთი / ამანათი - ნებისმიერი ტვირთი, რომლის ტრანსპორტირებასაც მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების / მომხმარებლის მოთხოვნით / დაკვეთით უზრუნველყოფს კომპანია და რომელსაც მომხმარებელი ყიდულობს / უკვეთავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნებისმიერი ვებ-გვერდის საშუალებით ან უშუალოდ ნებისმიერი მწარმოებლისაგან;
- პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე, საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
- სპამი - ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; ვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს;
- ვირუსი - მავნე პროგრამული უზრუნველყოფა.
2. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცედურა
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირებს, ასევე, იურიდიულ პირებს. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია შესაბამის ველში შეიყვანოს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი (იუზერნეიმი), განსაზღვროს პაროლი და შეავსოს რეგისტრაციის დროს ვებ-გვერდზე გამოჩენილი შესაბამისი ველები.
ვებ-გვერდზე არსებული მომსახურების (თრექინგის შესახებ ინფორმაციის) მისაღებად საჭიროა ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც თითოეული მომხმარებელი ვალდებულია შეიყვანოს შემდეგი სახის მონაცემები:
- სახელი, გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში: სახელწოდება) ქართულ და ლათინურ ენებზე;
- პირადი ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში: საიდენტიფიკაციო ნომერი);
- რეგისტრაციის მისამართი (იურიდიული პირის შემთხვევაში: იურიდიული მისამართი);
- მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორის მობილური ტელეფონის ნომერი;
- სისტემაში შესასვლელი პაროლი (სულ მცირე 8 სიმბოლო).
ვებ-გვერდზე რეგისტრაცია არის უვადო, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს არჩეული იუზერნეიმი და პაროლი იმოქმედებს მუდმივად. ამასთან, პაროლის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რეგისტრირებული მომხმარებლის გადაწყვეტილების საფუძველზე.
თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს იუზერნეიმი და პაროლი; აგრეთვე, თითოეულ მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს პაროლის ან იუზერნეიმის აღდგენა ვებ-გვერდზე გამოხატული მოთხოვნით. იუზერნეიმის და პაროლის დაკარგვაზე ან მესამე პირებისათვის განდობაზე, პასუხისმგებლობა სრულად ენიჭება მომხმარებელს. ამასთან, თითოეული მომხმარებელი უფლებამოსილია შეცვალოს მის ანგარიშში მითითებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი.
რეგისტრაციის გავლის პროცესში - რეგისტრაციის დასრულებამდე თითოეული მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც ვებ-გვერდზე გამოჩნდება ცალკე ველად და რომლის გაცნობის შესაძლებლობა ლინკზე გადასვლით იქნება შესაძლებელი.
ამასთან, თითოეული მომხარებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის დასრულებამდე მონიშნოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ინფორმაციის დამუშავებისათვის თანხმობა, რომლის მონიშვნის შემთხვევაშიც, მომხმარებელი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვებ-გვერდზე განთავსებულ / განსათავსებელ სიახლეებთან დაკავშირებით, აგრეთვე, დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თითოეული მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას რეგისტრაციის წარმატებით დასრულების თაობაზე იმ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელიც მიუთითა სარეგისტრაციო ველში.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თითოეული მომხმარებელი გადის ავტორიზაციას - სპეციალურად გამოყოფილ ველებში მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართისა და პაროლის შეყვანით.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ, თითოეულ მომხმარებელს საკუთარი ქვეგვერდის საშუალებით ენიჭება წვდომა ტვირთის (რომლის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს კომპანია) მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე (თრექინგზე), რომელიც პერიოდულად - ფაქტობრივი ცვლილებიდან გამომდინარე განახლდება კომპანიის მიერ.
ვებ-გვერდის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ვებ-გვერდი ემიჯნება ყოველგვარი სახის უკანონო ქმედების განხორციელებას და ასეთი ქმედების მცდელობას; შესაბამისად, არცერთ პირს, უფლება არ აქვს სხვა პირის სახელით გაიაროს რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირი სხვა პირის სახელით (სხვა პირის პერსონალური მონაცემების გამოყენებით) მაინც გაივლის ავტორიზაციას, პირს შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
იმისათვის, რომ კომპანიამ თავიდან აირიდოს ნებისმიერი პირის მიერ სხვა პირის სახელით რეგისტრაცია, ავტორიზაცია ან/და ვებ-გვერდზე ნებისმიერი სახის ინტერქმედება, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდის შესაბამის ველებში ზუსტად და სწორად მიუთითოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია; ამასთან, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია არ გადასცეს მესამე პირს მის მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი ინფორმაცია, მათ შორის, სარეგისტრაციო მონაცემები.
აკრძალულია სხვა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და ვებ-გვერდით სარგებლობა სხვა მომხმარებლის ანგარიშის მეშვეობით. თითოეული ასეთი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თავად მომხმარებელს.
ვებ-გვერდის თითოეული მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ: ა) მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის / იქნება სრული (ვებ-გვერდის მიერ დადგენილი მოთხოვნები განსაზღვრული იქნება სრულად), ზუსტი და სწორი; ბ) რეგისტრაციის მომენტში იგი არის / იქნება 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი; გ) არ გამოიყენებს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ან ავტორიზაციის მიზნით; დ) არ ისარგებლებს სხვა მომხმარებლის ანგარიშით; ე) არ დაარღვევს სხვა მომხმარებლების უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო განზრახი თუ გაუფრთხილებელი ქმედებით; ვ) დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის და ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; ზ) არ მოახდენს ვებ-გვერდზე ისეთ სახის ინტერქმედება, რაც ხელს შეუშლის ვებ-გვერდის ნორმალურ ფუნქციონირებას; თ) არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც დაუშვებელია / აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზნით მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემები არ ინახება ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ფორმით და არ არის ხელმისაწვდომი არცერთი პირისთვის, გარდა ანგარიშის / ექაუნთის მფლობელისა და კომპანიისა.
ვებ-გვერდზე არ ხორციელდება საბანკო გადარიცხვების ან რაიმე ფორმის ანგარიშსწორების წარმოება.
ვებ-გვერდზე არარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა აქვთ ვებ-გვერდზე სტუმრობით მიიღონ შემდეგი სახის ინფორმაცია: კომპანიის შესახებ ინფორმაცია, კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაცია და კომპანიის მიერ დაგეგმილი სიახლეების თაობაზე ინფორმაცია.
3. ასაკობრივი ზღვარი
შპს „ემერალდ 1“-ის კუთვნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს 18 წლიდან და ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა საფუძველზე.
18 წლამდე მიუღწეველ ფიზიკურ პირებს უფლება არ აქვთ კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი და სათანადოდ დამოწმებული თანხმობის შემთხვევაში გაიარონ რეგისტრაცია.
4. რეგისტრაციის შეჩერება; შეწყვეტა; გაუქმება
შპს „ემერალდ 1“ იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი რეგისტრაცია მომხმარებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ 18 წლამდე მიუღწეველი ფიზიკური პირი ვებ-გვერდზე რეგისტრაციას გაივლის მოტყუებით ან ნებისმიერი სრულწლოვანი მესამე პირის მონაცემების გამოყენებით და აღნიშნული ცნობილი გახდება შპს „ემერალდ 1“-ისთვის. ასეთ შემთხვევაში, კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან 18 წლამდე მიუღწეველი პირის მიერ მოტყუებით რეგისტრაციის გავლის შემდეგ ვებ-გვერდზე ინტერქმედებისათვის.
შპს „ემერალდ 1“ უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია, თუ პირის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზანია მესამე პირების პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის დამყარება, მონაცემების კოპირება, წაშლა, განადგურება, მესამე პირების პერსონალური მონაცემების პირადი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა ან კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედება.
შპს „ემერალდ 1“ უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინებით ან წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს ან შეაჩეროს ან გააუქმოს რეგისტრაცია თუ ვალდებულებების დარღვევა ატარებს არსებით ხასიათს ან/და კომპანია გონივრულობის ფარგლებში მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შეწყვეტა ან შეჩერება ან გაუქმება წარმოადგენს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლების ან მესამე პირების დაცვის (მათ შორის, მათი მონაცემების დაცვის) საუკეთესო საშუალებას.
თუ კომპანია მიიჩნევს, რომ რომელიმე მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი, არასწორი ან არაზუსტი მონაცემების გამოყენებით, შპს „ემერალდ 1“ უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე ან ასეთი შეტყობინების გარეშე.
5. შეზღუდული პასუხისმგებლობა
ამ დებულების მიზნებისთვის კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის 24 საათიან, თავისუფალ წვდომას ვებ-გვერდზე, რომლის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, რომელსაც სთავაზობს ვებ-გვერდი.
ვებ-გვერდის თითოეული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი კუთვნილ ტექნიკურ მოწყობილობასთან (დივაისთან) ან/და იუზერნეიმის თუ პაროლის მესამე პირების მხრიდან წვდომაზე. მესამე პირების მხრიდან მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე შესაძლო წვდომის თავიდან არიდების მიზნით, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია მუდმივად გამოიყენოს ვებ-გვერდის ფუნქცია „გასვლა“, როდესაც მომხმარებელი დაასრულებს ვებ-გვერდზე ურთიერთქმედებას.
კომპანია პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
ვებ-გვერდზე რეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, არ შელახოს და არ დააზიანოს კომპანიის საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია; აქედან გამომდინარე, თითოეულ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ვებ-გვერდი მხოლოდ ვებ-გვერდით განსაზღვრული მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი პირდაპირ თუ ირიბად განახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელმაც შეიძლება შელახოს ან დააზიანოს კომპანიის საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია, კომპანია იტოვებს უფლებას მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ზომები და მოსთხოვოს ასეთ რეგისტრირებულ პირს (მომხმარებელს) ზიანის ანაზღაურება ან/და გააუქმოს, შეუწყვიტოს ან შეუჩეროს რეგისტრაცია.
კომპანია პასუხს არ აგებს მესამე პირების მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების კუთვნილ ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება კომპანიის საკუთრებაში არსებულ ვებ-გვერდზე გადასვლა. ამასთან, კომპანიას არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა მავნე პროგრამული უზრუნველყოფის - ვირუსის გავრცელების შემთხვევაში მესამე პირთა მხრიდან.
ვებ-გვერდის სარგებლობით თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს კომპანიას, რაც წარმოიშობა მომხმარებლის მიერ ნებისმიერი მესამე პირის კუთვნილი ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგად.
კომპანია არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ-გვერდი მთლიანად ან ნაწილობრივ იქნება მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი ან ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და სხვა. ასეთ შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს გამოვლენილი ხარვეზის უმოკლეს ვადაში გასწორებას. ამასთან, კომპანია პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, პროვაიდერების, ტექნიკური მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე; აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოშობილ შეფერხებებზე.
უსაფრთხოების მაღალი დონის შესანარჩუნებლად და მომხმარებლის უსაფრთხოების დასაცავად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს უსაფრთხოების სისტემის არარეგულარული შემოწმებები. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი ეთანხმება, რომ კომპანიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის.
თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ვებ-გვერდზე საკუთარი გადაწყვეტილებით და ნებით აფიქსირებს მის პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მისი პირადი მონაცემების გამჟღავნების ან / და დაკარგვის შემთხვევებში (თუ ეს უშუალოდ კომპანიის ბრალეული ქმედების შედეგად არ არის გამოწვეული); მიუხედავად აღნიშნულისა, ვინაიდან, მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მოწოდებული ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით შესაბამისი სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნას ასეთი ინფორმაციის გასაჯაროება ან მისი სხვა ფორმით გადაცემა) კომპანია იღებს და მომავალშიც მიიღებს ყველა შესაძლოა გონივრულ ზომას მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე დაფიქსირებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით დადგენილი წესების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე დებულების განუყოფელ ნაწილს.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ვებ-გვერდის მიუწვდომლობის გამო, აგრეთვე, მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე არასანქცირებული ინტეგრირების შედეგად.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირის (მაგ: ინტერნეტ პროვაიდერების თუ მობილური ოპერატორების) შეფერხებული ფუნქციონირების შედეგად.
თითოეული მომხმარებლის მიერ წინამდებარე დებულების რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია თავისუფლდება ნებისმიერი სახის ვალდებულებისგან და პასუხისმგებლობისგან ასეთი მომხმარებლის წინაშე.
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ან მოიხსნას მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
მომხმარებელს ეკრძალება ვებ-გვერდის კანონსაწინააღმდეგო ან უკანონო მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, არასანქცირებული შეღწევა ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს კომპანიას ან კომპანიის კანონით დაცულ ინტერესებს.
წინამდებარე დებულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ურთიერთობა არის მკაცრად საქმიანი ურთიერთობა დამოუკიდებელ მხარეებს შორის, რომლებიც თანხმდებიან, რომ დაიცავენ წინამდებარე პირობებს, პატივს სცემენ თითოეული პირის უფლებებს, დაიცავენ კონფიდენციალურობას და უზრუნველყოფენ წინამდებარე დებულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულებების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.
თითოეული მომხმარებელი აცხადებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ვებ-გვერდის საშუალებით ნაკისრ ვალდებულებას და ამასთან, მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება პასუხისმგებლობის კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, რომელიც შესაძლოა მომხმარებლის მიმართ განხორციელდეს მის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
6. საავტორო უფლებები
ვებ-გვერდის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა ტექსტი, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები არის შპს „ემერალდ 1“-ის საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება, ვინაიდან საავტორო უფლებების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თითოეული მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ არ მოახდენს ვებ-გვერდის ან მისი რომელიმე ნაწილის ვიზუალის ან/და შემადგენლობის კოპირებასა და გავრცელებას კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მომხმარებელს უფლება არ აქვს ვებ-გვერდზე განთავსებული ტექსტი, გამოსახულება, ხატულები ან ლოგოები გამოიყენოს იმ ფორმით, რომ შელახოს კომპანიის იმიჯი ან რეპუტაცია. ასეთ შემთხვევაში, კომპანია უფლებას იტოვებს, მიმართოს უფლებების დაცვის კანონისმიერ საშუალებებს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე.
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ვებ-გვერდით სარგებლობით მასზე (მომხმარებელზე) არ გადადის საავტორო უფლება.
7. მარეგულირებელი კანონმდებლობა
თუ წინამდებარე დებულების რომელიმე / ნებისმიერი მუხლი, პუნქტი ან მისი ნაწილი, კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული ან ბათილი, იგი ჩაითვლება არარსებულ პირობად. ამასთან, წინამდებარე დებულების ყველა სხვა მუხლი, პუნქტი ან მისი ნაწილი, ძალაში დარჩება ძალადაკარგული ან ბათილი დებულების გარეშე.
წინამდებარე დებულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება მოლაპარაკების გზით. თუ დავის მოლაპარაკების გზით გადაჭრა შეუძლებელია, მოდავე პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებების შეტანის წესი
შპს „ემერალდ 1“ უფლებამოსილია წინამდებარე დებულების პირობებში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, საჭიროებისამებრ / პერიოდულად შეიტანოს ცვლილებები ან / და დამატებები ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. აქედან გამომდინარე, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად ვებ-გვერდის საშუალებით შეამოწმოს წინამდებარე მომსახურების წესები და პირობები.
წინამდებარე დებულებით განსაზღვრული რომელიმე პირობის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში თუ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პირი აგრძელებს ვებ-გვერდით სარგებლობას, იგულისხმება, რომ ეს პირი ეთანხმება შეცვლილ პირობებს.
9. გარდამავალი დებულებები
წინამდებარე დებულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის დაწყებით, კერძოდ, რეგისტრაციის პროცედურის გავლით და აღნიშნულ პირობებზე გამოხატული თანხმობით (ელექტრონული ფორმით), რომლითაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ გაეცნო აღნიშნულ პირობებს, მოიწონა აღნიშნული პირობები და შედის სამართლებრივად მბოჭავ ურთიერთობაში კომპანიასთან.
თითოეული მომხმარებელი წინამდებარე დებულებაზე თანხმობით სრულად აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ იყოს წინამდებარე წესებითა და პირობებით შებოჭილი რეგისტრაციის ან ვებ-გვერდით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
წინამდებარე დებულების რომელიმე მომხმარებლის მატერიალური ფორმით ხელმოწერის არარსებობა, არ წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავი ძალის დაკარგვის ან არ არსებობის წინაპირობას და მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე დაფიქსირებულ/გამოთქმულ ელექტრონულ თანხმობას (რომლითაც ნიშნავს შესაბამის ველს) გააჩნია იგივე იურიდიული ძალა, რაც მატერიალური ფორმით დამოწმებულ/გამოთქმულ თანხმობას.
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს ვებ-გვერდის ფუნქციონირება მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.